თავში

იმერეთის გუბერნატორი: ქალაქიდან ქალაქში წასვლა გადაუდებელ შემთხვევაშია დასაშვები

იმერეთის გუბერნატორი: ქალაქიდან ქალაქში წასვლა გადაუდებელ შემთხვევაშია დასაშვები
იმერეთის გუბერნატორი: ქალაქიდან ქალაქში წასვლა გადაუდებელ შემთხვევაშია დასაშვები

მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ეს ადამიანები თვითონვე უქმნიან საფრთხეს ერთმანეთს, ვინც შეიძლება ერთ მიკროავტობუსში იყოს მოთავსებული, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პრემიერ-მინისტრისა და გუბერნატორების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი მთავრობა დიდი ხანია ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობს. დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღეს უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არიან ადამიანები 70 წელს ზემოთ. უნდა ვიმუშაოთ ყველა სტრუქტურამ იმისთვის, რათა ამ ხალხს, ადგილზე, სახლში მოვემსახუროთ და მიიღონ ყველა ის მომსახურეობა, რასაც ისინი გარეთ იღებდნენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ

იმერეთის გუბერნატორი ამბობს, რომ შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და მათი რაოდენობა გაიზრდება, რათა ყველა ეს ადამიანი იყოს ადგილზე, სახლში იზოლირებული. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს მიიღებენ სახლში, ეს იქნება საკვები საშუალებები, წამლებს, თუ სხვა.

„ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქიდან ქალაქში სამსახურში დადის და თუ ეს იქნება გამოწვეულიო გადაუდებელი აუცილებლობით, ჩვენ შევძლებთ ავტობუსების მობილიზებას, სადაც შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოების წესები“ , – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system