თავში

იმერეთის საკარანტინო სივრცეებში მარნეულიდან 54 მოქალაქე გადაიყვანეს

იმერეთის საკარანტინო სივრცეებში მარნეულიდან 54 მოქალაქე გადაიყვანეს
იმერეთის საკარანტინო სივრცეებში მარნეულიდან 54 მოქალაქე გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერის გარდა, მარნეულიდან ჩამოსული 28 ადამიანი თერჯოლაში, 26 პირი კი ხარაგაულშია იზოლირებული.

ისინი, ჩინური კომპანიის თანამშრომლები არიან და მარნეულიდან ხუთი დღის წინ ჩავიდნენ.

54 პირი, ორი კვირის მანძილზე იზოლირებული იქნება და მათ მედიკოსები დააკვირდებიან. 

რაც შეეხება საჩხერეს საკარანტინო ზონას,  ორი დღის წინ მარნეულის 30 მცხოვრები შეიყვანეს.

ამ დროისთვის იმერეთში საკარანტონო ზონებში 385, თვითიზოლაციაში კი, 384 მოქალაქეა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system