თავში

ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება - VIDEO - PHOTO

ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება - VIDEO - PHOTO
ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება - VIDEO - PHOTO

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში 290-მდე შეტყობინება შევიდა. 

როგორც report.ge - ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შექმნილია საგანგებო შტაბიც. მერიის ინფორმაციით უკვე დასრულდა გაწმენდის სამუშაოები ავტოქარხნის დასახლებაში და ახლა "სპეცსერვისების" თანამშრომლები წერეთლის და ფოთის ქუჩებზე მუშაობენ.

"სპეციალურ შტაბში ცხელი ხაზით 234 შეტყობინებაა შესული. წყალი საცხოვრებელი სახლების, მაღაზიების, სასტუმროების სარდაფებში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება,"-აცხადებენ მერიაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გამოძახებების უმეტესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულებისა და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. წყალი შევიდა სამედიცინო დაწესებულებებში. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წყალი ამოტუმბეს და საავადმყოფოების ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.

ქუთაისში, გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა დატბორა თითქმის ყველა ქუჩა, საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები, სტიქიის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და შინაური ცხოველები.

გზებზე მოძრაობა  ამ დროისთვის სრულად აღდგენილია.

იმერეთში აღარ წვიმს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system