თავში

"იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა და გაუჩინარებულიყო, ბედავს ისევ ამობრწყინდეს" - ნინო ჯანგირაშვილი

"იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა და გაუჩინარებულიყო, ბედავს ისევ ამობრწყინდეს" - ნინო ჯანგირაშვილი
იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა და გაუჩინარებულიყო, ბედავს ისევ ამობრწყინდეს - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აკისრებს.

"აცრილი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობით საქართველო დღეს 135–ე ადგილზეა მსოფლიოში. როგორი ქვეყნები გვისწრებენ, აღარ ჩამოვთვლი. მსოფლიომ აცრა დეკემბერში დაიწყო და დღეს ბევრ ქვეყანაში კოვიდით ადამიანები პრაქტიკულად აღარ კვდებიან. 

იმისათვის, რომ დეკემბერში დაეწყოთ აცრა, ან თუნდაც იანვარ–თებერვალში ზაფხულში დაიჭირეს თადარიგი. შეუძლებელი შეძლეს, ყველაფერი გააკეთეს. დღეს საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება კოვიდით, ვიდრე თუნდაც შემოდგომის პიკზე. 

სხვები წინ წავიდნენ, ჩვენ უკან. ჩვენ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გაგვიკეთებია რომ ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა. 

ახლა ვსხედვართ და იმ კაცის ახალ პოლიტიკურ სტარტზე მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობთ, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანების სიკვდილზეა პასუხისმგებელი. იმ ადამიანების, ყოველდღიურად რომ კვდებიან ჩვენს თვალწინ.

ვისი მოვალეობაც იყო ყველაფერი გაეკეთებინა ადამიანების გადასარჩენად. ვერ გააკეთა. და იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა და სამუდამოდ გაუჩინარებულიყო, ბედავს ისევ ამობრწყინდეს, თითქოს კოვიდი არც ყოფილა, თითქოს მას არ ეხებოდა არაფერი. 

გამობრწყინდა და იპრანჭება ვითარცა უმწიკვლო. ჩვენც ვსხედვართ და გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივებზე ვლაპარაკობთ მთელი სერიოზულობით. ნორმალურები ვართ საერთოდ? ქვეყანა ვართ საერთოდ? რა ხალხი ვართ საერთოდ? ყველაფრის ღირსები რომ ვართ ეგ ცხადია", - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system