თავში

იმნაძე: კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება

იმნაძე: კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება
იმნაძე: კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ხვალ, მთავრობა შეზღუდვებთან ერთად მომავალი ორი თვის გეგმას გამოაცხადებს. 

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, გადაადგილება კიდევ უფრო გამკაცრდება.

,,ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ გეგმა, მომავალი ორი თვის განმავლობაში როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. 

ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

რა სახის შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში, ეს უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system