თავში

იმნაძე: დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ

იმნაძე: დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ
იმნაძე: დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ

"დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ახლა ამოცანას ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს.

"ამას საკმაო ხანია, ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი, ყველა გათვლებით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არამედ არის ათეულობით შემთხვევა. დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და, როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system