თავში

იმნაძე: მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა

იმნაძე: მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი
იმნაძე: მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არჩევნებზე კორონავირუსით დაინფიცირების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. მისი თქმით, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა.

"თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან პრაქტიკულად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანს ადამიანისგან ვირუსი გადაედოს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, შემდეგ ნიღბითაა ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, მარტო ინდივიდუალური მოხმარებისთვის, ასევე, ხელების დამუშავება. ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system