თავში

იმნაძე: მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ

იმნაძე: მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ
იმნაძე: მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცახებით, შეზღუდვების დროს არაერთმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და მას მოქალაქეები ამის შესახებ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მარტივი არ არის.

,,თქვენ რომ გენახათ ჩემს ტელეფონში რა ხდებოდა, რეებს მწერდნენ ადამიანები. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შეზღუდვების გამო დაკარგეს შემოსავალი... ფოტოგრაფები რეებს მწერდნენ, რომ არ იციან ბავშვებს რა აჭამონ... ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და ყოველდღიური გამომუშავებით არიან. გამომუშავება თუ არ ექნათ სახლში რა მიიტანონ. ეს შეზღუდვები ადვილი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ გაიხსნა ქვეყანა ზაფხულში, რომ რაღაცნაირად ხალხს ამოესუნთქა, შიმშილი არ ყოფილიყო და ადამიანებს ჰქონოდათ მუშაობის შესაძლებლობა", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system