თავში

იმნაძე: რატომ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?

იმნაძე: რატომ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?
იმნაძე: რატომ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?

რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?“, - ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რა რაოდენობამდე უნდა გაიზარდოს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომ არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„საარჩევნო პროტოკოლი შემუშავებულია. ნიღაბი და დისტანცია ყველაფერზე კარგი საშუალებაა. თუ ნიღაბს ვატარებთ და დისტანციას დავიცავთ, აჭარაშიც ყველაფერი სულ მალე მოწესრიგდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system