თავში

იმპოტენციაზეა საუბარი, თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით - გიორგი ფხაკაძე

იმპოტენციაზეა საუბარი, თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით
იმპოტენციაზეა საუბარი, თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი კვლევების თანახმად კორონავირუსი, შესაძლოა იმპოტენციის გამომწვევი გახდეს. 

მისივე თქმით, ამ პრობლემისგან დაცვა ვაქცინაციას და რეგულაციების დაცვას შეუძლია. 

"ამ ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, რომ არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით,

5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ!

ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!

აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული. ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!" - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system