თავში

იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებიც შეძლებენ

იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებიც შეძლებენ
იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებიც შეძლებენ

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ სამედიცინო პერსონალსა და შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის პირებსაც ექნებათ. 

"საქართველოში დამტკიცებული ეროვნული გეგმის თანახმად, ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად. საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესში ჩართვის საშუალება ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე" - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობით განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system