თავში

ნარიმან ნარიმანოვი - გზა გორის სემინარიიდან საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეობამდე - PHOTO

ნარიმან ნარიმანოვი - გზა გორის სემინარიიდან საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეობამდე - PHOTO
ნარიმან ნარიმანოვი - გზა გორის სემინარიიდან საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეობამდე - PHOTO

1870 წლის 14 აპრილს ქალაქ თიფლისში მუსულმანური სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, კლდის პირას მდებარე ღარიბულ სახლში ბავშვი დაიბადა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ბნელ ქოხში იავნანით დაძინებული ჩვილი, როცა გაიზრდებოდა, დიდი რევოლუციონერი და გამოჩენილი ადამიანი იქნებოდა, - ასე იწყებს აზერბაიჯანელი მწერალი ვალი მამედოვი ცნობილ თანამემულეზე წიგნის წერას.

ნარიმან ნარიმანოვი - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აზერბაიჯანელი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის შესახებ მოგვითხრობს.

წელს აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის, ნარიმან ნარიმანოვის 150 წლის იუბილე აღინიშნება.

                                                                                                   ბავშვობა

წიგნში მოკლედაა მოთხრობილი ნარიმანის თბილისურ ბავშვობაზე. 9 შვილიან, შეჭირვებულ ოჯახში ნარიმანი ნაბოლარა იყო. თბილისის ისტორიას მამისგან და-ძმებსა და ნათესავებთან ერთად ისმენდა.

მამა- ქარბალაი ნაჯაფი უაღრესად პატიოსანი, განათლებული და მშრომელი კაცი იყო. მან ცოლად შეირთო თიფლისელი ჰაჯი მოჰამედ გასიმ ზამანოვის ქალიშვილი ხანუმ, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, მათ ცხრა შვილი აღზარდეს. ნაბოლარას ბერაპაპის სახელი დაარქვეს - ნარიმანალახვერდისპატივსაცემად, რომელიცგრიგოლ ორბელიანისაზრით, ერთ-ერთიყველაზეცნობილიხანენდეიყოსაქართველოში.

იოანე ბატონიშვილს თავისპოემაში „კალმასობა“ნარიმანნარიმანოვიცჰყავსმოხსენიებული.

მამა უფროსი ძმის გვერდით ცხოვრობდა, თავის შვილებს და ძმისშვილებს ერთად შეყრიდა და თიფლისის ისტორიას უყვებოდა.

ნარიმანი განსაკუთრებით ყურადღებით ისმენდა ბაბუას შესახებ მოყოლილ ამბებს, ვისი მოსახელეც იყო. მისი დიდი ბაბუა , მე-17 საუკუნეში კახეთის მეფე ერეკლე პირველის დროს სასახლეში, როგორც ,,ეშიგ-აღასი“ მოღვაწეობდა.

                                                                                         გორის საოსტატო სემინარია

პატარა ნარიმანს წერა -კითხვა ბიძამ და უფროსმა ძმამ ასწავლეს, რის შემდეგაც 11 წლისა გორის სემინარიაში მიაბარეს, რომელიც ამიერკავკასიის დაწყებითი კლასებისთვის მასწავლებლებს ამზადებდა. სწავლება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იყო. ამ სემინარიამ ამიერკავკასიაში მოწინავე საზრიანი ინტელიგენციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. გორის სემინარიაში აღიზარდნენ:

ფირიდუნ-ბეგ კოჩარლი, უზეირ ჰაჯიბეგოვი, მაჰმუდბეგ მაჰმუდბეგოვი , რაშიდბეგ აფანდიევი, ჯალილ მამედგულიზადე, სულეიმან სანი ახუნდოვი, მუსლიმ მაგომაევი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ლადო აღნიაშვილი, ნიკო ჯანაშია და სხვები.

შენიშვნა: გორის სემინარიის კურსდამთავრებულებზე, report.ge მასალებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.

                                                                                          სოფლის მასწავლებელი

ნარიმან ნარიმანოვმა გორის სემინარია წარმატებით დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისის გუბერნიის სახალხო დირექტორმა ნარიმანი სოფელ ყიზილაჯლოში მასწავლებლად გააგზავნა.

სკოლა ბორჩალოს მაზრაში მდებარეობდა, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. ნარიმანი გლეხების ცხოვრებასა და იქაურ წეს-ჩვეულებებს ეცნობოდა, მათ ჭირ-ვარამს იზიარებდა. მოსახლეობაში მეცნიერების, განათლებისა და ლიტერატურის შესახებ პროპაგანდას ეწეოდა. მისი პირადი ინიციატივა იყო რჩევა-დარიგების მიცემა მოსახლეობისათვის, სკოლისა და განათლების გზით.

ნარიმანოვი ხედავდა, რომ მარტო ამ სოფელში არ იყო ასეთი მდგომარეობა. ის ყველა ამ საზოგადოებრივი უბედურების შესახებ ხმამაღლა საუბრობდა და ოცნებობდა ხალხს გაეგო მისი. შემთხვევითი არ არის, რომ ნარიმანოვმა მისი წინამორბედი, მ.ფ. ახუნდოვის მსგავსად, ხალხის უმეცური ძილიდან გამოსაღვიძებლად, დრამის ჟანრს მიმართა.

მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები ,,უვიცობა“, სწორედ საზოგადოებაში არსებული პრობლემებს ასახავდა.

,,უვიცობაში“ მოთხრობილი მოვლენები, მართლაც ყიზილაჯლოში მომხდარს ასახავდა. მითუმეტეს, მწერალს სოფელში მაცხოვრებლების სახელებიც ჰქონდა თავის ნაწარმოებში მოყვანილი. 20 წლის დრამატურგს იმდროინდელი სოფლის ცხოვრების ყველა ტიპიური მომენტი სცენაზე გამოჰქონდა, რომ ხალხს იქ არსებული წესების აუტანლობა ცხადად ენახა, რათა მსგავს ცხოვრებას მორიდებოდნენ. სწორედ აქედან იწყება ნარიმანოვის ბრძოლა.

ყიზილაჯლოში ერთწლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ 1891 წელს ნარიმანოვი ბაქოში გადადის, სადაც ჯერ პროგიმნაზიაში, ხოლოშემდეგბაქოსვაჟთაგიმნაზიაშიასწავლიდა. ნარიმანოვი 1902 წელსჩაირიცხანოვოროსკიისკისუნივერსიტეტისსამედიცინოფაკულტეტზე.

ნარიმანოვი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: ,,დედის, დეიდის და დის ოჯახის შესანახად, რომელსაც 8 შვილი ჰყავდა, ყოველ ზაფხულს სპეციალურ გაკვეთილებს ვატარებდი. სწავლის გაგრძელების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მძიმე ცხოვრებამ უარი ვერ მათქმევინა მასზე. ბედის დარტყმები მიზნების მიღწევაში ხელს მიშლიდა“.

მატერიალური სიმძიმეების მიუხედავად, მეცადინეობდა და ამავდროულად, საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა. ნარიმანოვი დაუღალავად შრომობდა დღე და ღამე, რომანებსა და პიესებს წერდა. ინდოეთში, თურქეთში, ბულგარეთში, ეგვიპტესა და ირანის გამომცემლებთან და რედაქციებთან კავშირს ამყარებდა, ლექციებს ატარებდა, მონაწილეობდა მოყვარულ მსახიობთა გუნდში. ოჯახებში დადიოდა და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ მისი აზრი გაეზიარებინათ.

                                                                                                       პოლიტიკური კარიერა

1905 წლიდან ნარიმან ნარიმანოვი პოლიტიკაშია. არის აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია „გუმეტის“ წევრი, მონაწილეობს ამიერკავკასიაში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში, რის გამოც 1908 წელს აპატიმრებენ და სვამენ მეტეხის ციხეში, შემდეგ 5 წლით ასახლებენ ასტრახანის მხარეში. 1916 წლის დეკემბერში ირჩევენ „სახალხო სახლის“ , ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში. 1918 წლის მარტში არის ბაქოს რევოლუციური დაცვის კომიტეტის წევრი. 1918 წლის შემოდგომიდან ბაქოს ოსმალური ოკუპაციის შემდეგ ტოვებს ქალაქს და გადადის მოსკოვში. 1919 წლიდან ინიშნება საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ. 1920 წლის აპრილში ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე.1924 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებებში კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში.

1925 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში ,გაურკვეველ ვითარებაში. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად გულის უკმარისობა სახელდება.


ცნობისთვის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი დგას მარნეულში და სახლ-მუზეუმი თბილისში (იოსებ გრიშაშვილის 41 ნომერი) . ასევე , მისი სახელობისაა მარნეულის კულტურის სახლიც.

თავის დროზე ნარიმანოვმა დიდი წვლილი შეიტანა ორი ერის დაახლოებაში.

2020 წელს ნარიმან ნარიმანოვის დაბადებიდან 150 წლის იუბილე აღინიშნება.

მომზადებულია: ვალი მამედოვის წიგნის - ,,ნარიმან ნარიმანოვის“ მიხედვით





ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system