თავში

"ინფექციურის" ბოქსირებულ გამყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით 14 პირი მოათავსეს - LIVE

"ინფექციურის" ბოქსირებულ გამყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით 14 პირი მოათავსეს - LIVE
ინფექციურის ბოქსირებულ გამყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით 14 პირი მოათავსეს - LIVE

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპისთვის 14 პაციენტია მოთავსებული. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პაციენტების სიმრავლის გამო ლაბორატორიული კვლევები შეფერხდა. ტესტის პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მარინა ეზუგბაიას თქმით პაციენტებიდან არც ერთს არ აქვს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა. ის ვარაუდობს, რომ ტესტის შედეგები კორონავირუსზე იქნება ნეგატიური.

"პირველად არის, რომ 14 პაციენტზე მოხდა ტესტის აღება. დაჭირდა ხანგრძლივი პერიოდი. ტესტის დამთავრებას დროს სჭირდება. დიდი ალბათობით ყველა ამ პაციენტთან უნდა იყოს უარყოფითი შედეგი,"-განაცხადა მარინა ეზუგბაია. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოეწყობა დამატებითი ბოქსირებული განყოფილებები. მარინა ეზუგბაიას განცხადებით თუ მოხდება ერთი შემთხვევის გამოვლენა მაინც უნდა მოხდეს სტაციონარის ამოქმედება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system