თავში

"ინფექციურში" ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა

"ინფექციურში" ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
ინფექციურში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირსით იფიცირების დადასტურებული რვა შეთხვევიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არც-ერთი პაციენტია განთავსებული. ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

"დადასტურებული შემთხვევები სულ გვაქვს 156. ანუ, გუშინდელს თუ შევადარებთ, დაგვემატა 8. ამ რვიდან ჩვენს ცენტრში არცერთი არ არის მოთავსებული. ჩვენ მივიღეთ გუშინ შესაძლო შემთხვევები. ანუ, გამოსაკვლევი პაციენტების შესაძლო რაოდენობა. ესენი გერმანიიდან ჩამოსული ადამიანები არიან. დღის ბოლოს გაუკეთდებათ ტესტირება და ხვალისთვის გვეცოდინება პასუხები", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system