თავში

ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი 5 პირი კარანტინში გადაიყვანეს 

ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი 5 პირი კარანტინში გადაიყვანეს 
ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი 5 პირი კარანტინში გადაიყვანეს 

ბათუმელ მძღოლთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტში მყოფი 5 ადამიანი, ფოთიდან ბათუმის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

ფოთის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინფიცირებულმა ბათუმიდან ფოთში, მანქანა შესაკეთებლად მიიყვანა და კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე პირთან.

"როგორც შემდგომ დავადგინეთ, ეს მამაკაცი შევიდა სომხეთში, საზღვარზე მას აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ის გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ პიროვნების მეუღლის მიერ მოგვეწოდა ინფორმაცია, რის საფუძველზეც აღმოვაჩინეთ ავტომობილების შემკეთებელი ცენტრი, იქ მომუშავე ხუთივე პირი დღესვე გადავიყვანეთ ბათუმის საკარანტინო სივრცეში. ამ მოქალაქეების ოჯახის წევრები ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - განაცხადა კესო გელენიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 ადამიანი. მათ შორის გამოჯანმრთელებული 21. კარანტინის რეჟიმში რჩება 5106 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 294 ადამიანი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system