
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 29 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 9 617 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 53 700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 678, PCR ტესტით - 20 022.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,21%, ბოლო 14 დღის - 8,83%, ბოლო 7 დღის - 9,05%.