თავში

ინფორმმაცია აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ

ინფორმმაცია აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ
ინფორმმაცია აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 აჭარაში გარდაიცვალა. ოთხი თხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 54-დან 90 წლამდეა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით გარდაცვლილია: 

90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი.

62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).

75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.

81 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 22:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.

78 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფო, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;

73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, გარდაცვალების დრო 20.10.20 02:00 ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია

54 წლის კაცი. რესპუბლიკური საავადმყოფო, დიაგნოზეი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება. კლინიკაში შევიდა: 07.10.2020/23:55. გარდაიცვალა: 20.10.2020/00:30.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system