თავში

"ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის" - ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

"ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის" - ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის - ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

მედიკოსი "ფაიზერის" ორ დოზას შორის გახანგრძლივებული ინტერვალის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:

"გახანგრძლივებული ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის - უამრავი კითხვა მოდის ამ საკითხთან და ქვემოთ მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო.

კვლევა ჩატარდა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში. კვლევაში მონაწილეობდა 503 პირი/ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი.

საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამომუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია) ვიდრე 3-4კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში.

გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე. 

განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე.

T-უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.

მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე მოკლე, 3-4კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

ორი დოზის შემდეგ T-უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებეში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4-უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა. 

გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა-შტამის, ასევე ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ.

კომენტარი: ჩემი აზრით კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:

1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო.

2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდ-ი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.

სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც.

------------------------

P.S.: ეს პოსტი იმისთვის დავწერე, რომ ასეთი სახის კითხვებს გაეცეს პასუხი და არა თუ უფრო მეტი დაიწეროს.

როგორც პოსტის ბოლოს წერია: "ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც", მანამდე კი უნდა მიჰყვეთ ქართულ პროტოკოლს, რომელიც ჯერ არ შეცვლილა. 

ყველაფერი დანარჩენი უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system