თავში

იყო დრო, პურის ფულიც არ გვქონდა მე და დედას - რას ჰყვება ნაცემი ჟურნალისტი

იყო დრო, პურის ფულიც არ გვქონდა მე და დედას - რას ჰყვება ნაცემი
იყო დრო, პურის ფულიც არ გვქონდა მე და დედას - რას ჰყვება ნაცემი ჟურნალისტი

მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელიც გუშინ მარნეულში მომხდარი ინციდენტისას სცემეს, მძიმე ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ არ უნდოდა დედას მომხდარის გამო ენერვიულა. 

"ყველაზე მეტად ვღელავდი დედაზე. ვიცი, როგორი გულის პატრონია და ჩემს გარდა არავინ ჰყავს. პატარა დაზიანებაც რომ მქონდეს ცუდად ხდება და ამ ყველაფერს ის უყურებდა პირდაპირ ეთერში. ფეხი სტკივა და ამის მიუხედავად ფეხით წამოვიდა საავადმყოფომდე. 

დედაჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მამასთან დაშორებულია და მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. ის ძალიან ლამაზი იყო ახალგაზრდობაში, ერთხელ თავის ტრავმა მიიღო და ძალიან გაუჭირდა. დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი და მაშინ მე ვუვლიდი, მეორე კლასში ვიყავი. პრაქტიკულად ამ დღიდან ვიყავი ოჯახის მარჩენალიც. იყო პერიოდი, როდესაც სახლში პურის ფულიც არ გვქონდა, მაგრამ არავის კარზე არ დაგვიკაკუნებია. ჩემი პირველი სამსახური იყო დაცვის მუშაკი და ჩემი ხელფასი 84 ლარი იყო," - აღნიშნა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ "ნანუკას შოუში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system