თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს "სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა" შესთავაზა

ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს "სამეზობლოს მშვიდობიანი
ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა შესთავაზა

"საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. 

"სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკრო სამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system