თავში

"ირაკლიმ თავისი დიდი სიკეთით და სითბოთი შეაყვარა თავი", - შშმ პირების დამცველი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ირაკლიმ თავისი დიდი სიკეთი
ირაკლიმ თავისი დიდი სიკეთით და სითბოთი შეაყვარა თავი, - შშმ პირების დამცველი კორონავირუსით გარდაიცვალა

32 წლის ასაკში ირაკლი ქემოკლიძე გარდაიცვალა, რომელიც "უფლებები საქართველოს" გამგეობის ყოფილი წევრის, მაია ასაკაშვილის შვილი და გამგეობის წევრი როლანდ ასაკაშვილის დიშვილია. 

ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

"უფლებები საქართველო" Facebook-ის გვერდზე წერდა, რომ ირაკლი აქტიურად იყო ჩართული "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის" საქმიანობაში და დედასთან ერთად დიდი წვლილი შეჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაში.

უფლებები საქართველო“ უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს და იმ ათასობით ადამიანს, რომელსაც ირაკლიმ თავისი დიდი სიკეთით და სითბოთი შეაყვარა თავი", - ნათქვამია ორგანიზაციის სამძიმრის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system