თავში

IRI: მოსახლეობის 41% დადებითად აფასებს COVID-19-ის მიმართ ხელისუფლების პასუხს

IRI: მოსახლეობის 41% დადებითად აფასებს COVID-19-ის მიმართ
IRI: მოსახლეობის 41% დადებითად აფასებს COVID-19-ის მიმართ ხელისუფლების პასუხს

IRI-ის ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, რომ გამოითხულთა 41% COVID-19-ის პანდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხით ძალიან კმაყოფილია.

გამოკითხულთა 7% ხელისუფლების პასუხით ძალიან უკმაყოფილოა, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 13% - ნაწილობრივ უკმაყოფილო, 1 % -ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

შეკითხვაზე: „როგორ შეაფასებდით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით?“ - გამოკითხულთა 64 % თვლის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა ძალიან ეფექტური იყო, 55 %-ის პასუხით ძალიან ეფექტურ ინსტიტუტად ჯანდაცვის სამინისტრო დასახელდა, 46 %-მა - პრემიერ-მინისტრის ოფისი, 39%-მა- საპატრიარქო, 23%-მა კი - პარლამენტი.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system