თავში

ირინა სარიშვილი: ძალიან ცუდი ამბავი გავიგე

ირინა სარიშვილი: ძალიან ცუდი ამბავი გავიგე
ირინა სარიშვილი: ძალიან ცუდი ამბავი გავიგე

ძალიან ცუდი ამბავი გავიგე ცოტა ხნის წინ, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – გელა მუხაშავრია აღარ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი წერს.

"1994 წლის 3 დეკემბერს შევხვდით პირველად – მე საკაცეზე მძიმედ დაჭრილი 3 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ და გელა სხვა ქირურგებთან ერთად.

გულის მხარეს ჭრილობებთან ერთად, რომლებიც შედარებით ადვილად მოგვარდა, უბრალოდ ერთი ტყვია დარჩა ამოუღებელი გულთან სიახლოვის გამო, ერთი უმძიმესი ჭრილობა მქონდა წელს ქვემოთ, ე.წ. დუნდულაზე – ტყვიამფრქვევის ტყვიამ სწორი ნაწლავიც დააზიანა და დუნდულა საერთოდ დაფლეთილი და დამწვარი იყო. ეს ებარა გელას და არც ოპერაციის მერე მომშორებია გვერდიდან მთელი 1 თვე. ვინც იცის, ასეთი დამწვარი ჭრილობები უცბად ვერ იკერება და დროსთან ერთად ურთულესი ძალიან მტკივნეული მანიპულაციებია საჭირო. გელა არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო არნახული იუმორით. ყველა მის შემოსვლაზე სახე მეჭყანებოდა რომ ვიცოდი რა ტკივილის გავლა მომიწევდა დამწვარი კანის მოსაშორებლად – გელა შემხედავდა და რა ხარ ასეთი გაუზრდელი, გამარჯობა მაინც მითხარი რო მეჭყანები და პირდაპირ ტრაკს მიშვერო. ამიტყდებოდა სიცილი და ასე სიცილ–კისკისით მიკეთებდა უმძიმეს გადახვევას თან ცრემლებს ძლივს იკავებდა ხო ვგრძნობდი. პალატაში სანამ შემოვიდოდა მისი როხროხი მესმოდა – ტეტჩერის ტრაკის საქმეზე ვარ მოსულიო. ერთადერთი პაციენტი ხარ სახეზე ვისაც ვცნობო ასე მეუბნებოდა. დაბადების დღეზე პალატაში საჩუქრად მუჭისხელა ქალის ქანდაკება მომიტანა – გულდაღმა იწვა, გადასაფარებელი ოდნავ ფარავდა გელას საყვარელ ორგანოს, მჩუქნის ამ ქანდაკებას და მეუბნება – მარცხენა მხარეზე დააწერე აქ იყო გელაო – თან თვალებზე ძლივს შეკავებული ცრემლები უბრწყინავდა.
რომელი ერთი გავიხსენო. სიცილის სმაილიკებს არ ვსვამ – სამგლოვიარო სტატუსია მაგრამ ეხლაც ამას რომ ვწერ, ცრემლები მომდის და თან ვხარხარებ.
გელამ გადამატანინა ის საშინელი დღეები იქ და როცა სახლში დავბრუნდი, სწორედ გელას წყალობით სულ ვამბობდი – საავადმყოფოში გატარებული დღეები "პაეზდკასავით" მახსოვს იმასთან შედარებით რაც მერე მელოდამეთქი.
ძალიან ძალიან მაგარი კაცი დაგვაკლდა ყველას! "
- წერსი ირინა სარიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system