თავში

ბათუმის ინფექციურში 6 პირი მოათავსეს, მათ შორის უცხოელი პილოტიცაა

ბათუმის ინფექციურში 6 პირი მოათავსეს, მათ შორის უცხოელი პილოტიცაა
ბათუმის ინფექციურში 6 პირი მოათავსეს, მათ შორის უცხოელი პილოტიცაა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 6 პირია მოთავსებული, მათგან 5 პირი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 1 პირი სასტუმრო "ჰილტონიდან" შეიყვანეს, რომელიც უცხოელი პილოტია და ის მაღალი ტემპერატურით ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

ამ დროისთვის სასტუმრო დაკეტილია.

გარდა ამისა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან 5 კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system