თავში

ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით - გამყრელიძე

ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით - გამყრელიძე
ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ საახალწლო დღეებში მობილობა შეიზღუდოს და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

,,წლევანდელი შობა-ახალი წელი უნდა იყოს სრულად განსხვავებული, მოკრძალებული, სახლებში, არ გვინდა ბევრი სიარული, იმიტომ რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, მობილობაა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, თავი შევიკავოთ, რამდენადაც შეგვიძლია. ეს იქნება დაზოგილი სიცოცხლე, გადარჩენილი ადამიანები და ინფექციის ნაკლები გავრცელება. მერე ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system