თავში

ისრაელსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება გრძელდება

ისრაელსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება გრძელდება
ისრაელსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება გრძელდება

ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს საერთაშორისო ფრენებსა და აღადგენს ტურისტულ მიმოსვლას.

„ზუსტი თარიღის განსაზღვრა მოხდება სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მიმდინარე ეპიდვითარების პირობების გათვალისწინებით, ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ელჩი გიდორი.

ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system