თავში

იცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი

იცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი
იცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რამე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა, თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, იქიდან გამომდინარე, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system