თავში

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა.

ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

შეხვედრაზე იუნესკოს მიერ ინიცირებული შემოქმედებითი ქალაქების საკითხის შესახებ იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს.

"ვისაუბრეთ, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის თაობაზე, რომელიც 2022 წლისთვის იგეგმება. საქართველო, როგორც იუნესკოს წევრი ქვეყანა, საინტერესო პროგრამით ჩაერთვება ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system