თავში

იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

,,გუშინ ღამით მოხდა შენობის დეზინფექცია, დამუშავება. მოიაზრება ყველა თანამშრომლის ტესტირება, ვისაც დაუდასტურდება, რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ პიროვნებასთან, ის გააგრძელებს მუშაობას". – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 სექტემბერს, იუსტიციის სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დროებით წყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system