თავში

ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალის შეხვდა. ვიცე-პრემიერმა სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. 

„დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ შეფასების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა.ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system