თავში

"იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა, პიკისკენ მივდივართ" - გამყრელიძე

"იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა, პიკისკენ მივდივართ" - გამყრელიძე
იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა, პიკისკენ მივდივართ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება გართულდა და ის ნელ-ნელა, პიკისკენ მიდის. 

მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი და მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება და ჯანდაცვის სისტემის რესურსი იწურება.

“დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის.  უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის 63 ათასი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს,”-აცხადებს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system