
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებსა და ,,კომენდანტის საათს" ეხმაურება.
ფოტოგრაფი სოციალურ ქსელშ, ყაზბეგის გამზირზე, მობილურით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
,,როცა 21:00 საათი ახლოვდება, ანუ, გადაადგილების აკრძალვის დრო, თბილისის ბევრ ქუჩაზე საცობია.
ყველა მისწრებაზეა. იზრდება ნერვიულობა, დაძაბულობა.
ეს მობიფოტო ყაზბეგის გამზირზე გადავიღე", - წერს გოგა ჩანადირი ,,ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, 28 ნომებრიდან საქართველოში 2-თვიანი "ლოკდაუნი" ამოქმედდა.
