თავში

ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე მხარეები რეპლიკებით უნდა წარდგნენ, ხოლო ამის შემდეგ ბრალდებულები დასკვნით სიტყვას იტყვიან.

პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა.

სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჩანიშნოს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system