თავში

ჯაღმაიძე: ძველი კომისია იღებდა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებს

ჯაღმაიძე: ძველი კომისია იღებდა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებ
ჯაღმაიძე: ძველი კომისია იღებდა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებს

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კომისია რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მუშაობდა საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდა. 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საპატრიარქო აღნიშნულ საკითხზე ადრეც აკეთებდა განცხადებებს და ახლაც განაგრძობს შესაბამისი უწყებებისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას. 

"პროკურატურას რა მასალები აქვს ჩვენთვის ამის თქმა რთულია, თუმცა რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება იყოს დავა, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა. იკვეთება პროკურატურის განცხადებიდანაც, რომ ეს გამოძიება ამ საკითხებს ეხებოდა. ადრეც არსებობდა შეკითხვები, რომ კომისია იღებდა საეჭვო გადაწყვეტილებებს. ჩვენ გაცილებით ადრე ვახმაურებდით ამ პრობლემას, ვიდრე პროკურატურა. კომისიის შემადგენლობა და გადაწყვეტილებები იწვევდა ძალიან დიდ ეჭვს. რაც გვაქვს ინფორმაცია ვაწვდით მათ," - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.  

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system