თავში

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთში კოვიდცენტრების წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთში კოვიდცენტრების შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთში კოვიდცენტრების წარმომადგენელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად 12 კოვიდკლინიკის წარმომადგენელს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რომლებიც კლინიკებს წინაშე დგას. 

"მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური იმისთვის, რომ ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ის დაუყონებლივ აღმოიფხვრას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე კლინიკურ ნაწილშიც მათთვის საჭირო მომსახურება მიიღონ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით, რაც შეხვედრებზე გაჟღერდება.

დღეს იმერეთში კორონავირუსის 245 შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონში ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system