თავში

,,ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი" - გია გრძელიძე

,,ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი" - გია გრძელიძე
,,ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი - გია გრძელიძე

სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ისე არ არის, რომ კონტროლს არ ექვემდებარებოდეს, - ამის შესახებ ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გადაჭარბებულია შეფასებები, თითქოს სისტემა ჩამოშლილია.

„აბსოლუტურად სწორად, ორგანიზებულად, პრობლემების ეტაპობრივი გადალახვის გზით ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი. რა თქმა უნდა, პაციენტების ემოციური განწყობა მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რომელიმე პაციენტს ტოვებს ან დაუტოვებია უყურადღებოდ, საპანიკო არაფერი არ არის“, - განაცხადა გია გრძელიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი და საერთო რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system