თავში

"ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან" - ზაზა წერეთელი

"ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან" - ზაზა წერეთელი
ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ისრაელმა დაადასტურა ერთდროულად სეზონური გრიპითა და COVID-19-ით დაავადებული პაციენტის პირველი შემთხვევა.

ორმაგი ინფექცია, რომელსაც ზოგიერთი flurona -ს უწოდებს, აღმოაჩინეს არავაქცინირებულ ორსულ ქალში პეტაჩ ტიკვას სამედიცინო ცენტრში რაბინში, იტყობინება The Times of Israel. 

სამედიცინო ცენტრში მისვლისას ორივე ვირუსზე დადებითი ტესტი გამოვიდა და ექიმებმა დიაგნოზის დასადასტურებლად ეს ტესტი ორჯერ გადაამოწმეს.

ქალს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და საავადმყოფოდან კარგ მდგომარეობაში გაწერეს, იტყობინება საინფორმაციო გამოშვება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი დოკუმენტირებული ორმაგი შემთხვევა ისრაელში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები თვლიან, რომ არსებობს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც არ არის დიაგნოზირებული.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს საქმეს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ორმაგი ინფექცია გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადება.

ისრაელმა დაარეგისტრირა გრიპის შემთხვევების მატება ბოლო კვირებში, დაახლოებით 2000 ადამიანი კი ჰოსპიტალიზირებულია რის გამოც ქვეყანაში დაიწყო საუბარი ამ ორი დაავადების "თვინდემიის" დაწყების შესახებ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ ორივე ვირუსის ერთდროულად მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის მატება", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system