თავში

"ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, 1200 დოლარი ადგილზეა" - ემოციური პოსტი

"ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, 1200 დოლარი ადგილზეა" - ემოციური პოსტი
ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, 1200 დოლარი ადგილზეა - ემოციური პოსტი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის. 

მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცები გმირობას, მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ჩადიან. ის მიმართავს თავდაცვის სამინისტროს იამაყოს ამ ღირსეული ჯარისკაცებით: 

"ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა.

ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს. 

კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი", - წერს ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system