თავში

ჯეიმს აპატურაი: გაიყვანოს რუსეთმა თავისი ძალები საქართველოდან

ჯეიმს აპატურაი: გაიყვანოს რუსეთმა თავისი ძალები საქართველოდან
ჯეიმს აპატურაი: გაიყვანოს რუსეთმა თავისი ძალები საქართველოდან

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ NATO განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთს კი მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. NATO კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system