თავში

ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს

ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს
ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, ქორეოგრაფი, ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა სამების ეკლესიაში. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს.

ცნობილი ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system