თავში

ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ - შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას აანონსებს

ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ - შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას აანონსებს
ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ - შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას აანონსებს

საქართველოში მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას აანონსებს. ცნობილი ლიბანელი დიჯეი, ელ საიდი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ შანაის მკვლელზე შურს პირადად იძიებს და პოლიციის რეაგირებას არ დაელოდება. 

"მე მაქვს ერთადერთი მისია ცხოვრებაში ჯოჯოხეთური სიკვდილი მოვუწყო ადამიანს, რომელმაც შანაის სიცოცხლე წაართვა, საერთოდ არ მაინტერესებს გაატარებს თუ არა ის დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა, ამ ხალხს დავმარხავ ჩემი ხელით, ვერაფერი შემაჩრებს. ვაპირებდი საქართვლოში ჩასვლას დაუყონებლივ, თუმცა არ ვარ ვაქცინირებული და ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს"- ამბობს ლიბანელი ცნობილი დიჯეი ელ-საიდი.

მიმართვაში დიჯეი შანაის და მის გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, შანაისთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში თავადაც აპირებდა. 

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაი ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system