თავში

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მან ალიანსის წევრებს თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან თავსებადი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება. 

სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება. ნატო-ს მხარეს, მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system