თავში

"კარგი ამბავი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

"კარგი ამბავი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
კარგი ამბავი - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი ჩინური ვაქცინა "სინოვაკის" ავტორიზაციას ეხმაურება.

"კარგი ამბავი -კიდევ ერთი ავტორიზებული ვაქცინა გვაქვს - „სინოვაკი“ მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო;

✅საერთოდ, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მანიპულაციების წინააღმდეგი და ჩინეთთან ეს პრობლემა რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ჩინელები უფრო ჭკვიანები აღმოჩდნენ, ვიდრე რუსები.

✅ჩინეთმა „სინოვაკზე“ კვლევები აწარმოა ბრაზილიაში და ეს ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა. უნდა გვიხაროდეს, ოღონდ ფრთხილად!

✅შედარებისათვის - „სინოფარმის“ შემთხვევაში კვლევა ჩატარდა ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში 18-დან 59 წლამდე, ჯანმრთელ პოპულაციაში. „სინოვაკზე“ კვლევები უფრო რეალურ ცხოვრებაში ჩატარდა და არსებულ მონაცემებში ასაკობრივი ზღვარი არ არის ანუ გამოიყენება 18 წლის ზევით.

✅კარგია, რომ უკვე ბევრი ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ადგილზეა „ფაიზერი“, შემდეგ „მოდერნა“ და ა.შ..

✅ნებისმიერი ვაქცინის მთავარი დატვირთვა არის ის, რომ ვაქცინირების შემდეგ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში არ მოხვდება რეანიმაციაში და არ გარდაიცვლება. თუმცა ვაღიაროთ, რომ ინფიცირებისგან 100%-იანი დაცვა არც ერთი ვაქცინის შემთხვევაში არ არსებობს; არის დაცვის სხვადასხვა პროცენტულობა;

✅„სინოვაკის“ შემთხვევაში ჩინელებმა ჭკუა ისწავლეს. რომ გითხრათ, იდეალური ინფორმაცია წარმოადგინეს-მეთქი, არა, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი კვლევა დადეს ბრაზილიის მაგალითზე. თუმცა ბრაზილია ხომ არ არის მარტო, წარმოადგინონ სხვა ქვეყნების, ევროპის და ა.შ. ქვეყნების მაგალითზე და ვნახოთ.

✅არ დაგავიწყდეთ - „სინოვაკი“ არის მხოლოდ ჯანმოს მიერ აკრედიტირებული. ამ ვაქცინას არა აქვს არც აშშ-ში, არც ევროპაში აღიარება და ამ ქვეყნებში ვალიდურობა არა აქვს.

✅მიუხედავად ყველაფრისა - მე მინდა, ჩემს სამშობლოში იყოს კარგი კი არა, საუკეთესო ვაქცინა. ეს დანაშაულია, რომ შენი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის საუკეთესო გინდოდეს?! მინდა, ვეცდები და იქნება კიდეც!

✅იმედი მაქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ევროპიდან საქართველოში კარგი ვაქცინები შემოვა, რომელიც უკეთ დაიცავს მოსახლეობას.

✅რჩევა ჩემი მეგობრებისთვის - ჩინურ ვაქცინას ვინც გაიკეთებთ, ვაქცინირების შემდეგ პირბადე არ მოიხსნათ. დაინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვიდრე „ფაიზერის“ შემთხვევაში, თუმცა მძიმედ არ დაავადდებით.

✅ასევე მივმართავ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს - აუცილებლად უნდა აიცრათ.

✅რომ გითხრათ, ჩინურ ვაქცინებზე „ვგიჟდები“ - არა! მაგრამ ის, რაც მოხდა „სინოვაკის“ შემთხვევაში, წინგადადგმული ნაბიჯია და გვიჩვენებს, რომ ვაქცინის მწარმოებლები ვეღარ გააგრძელებენ „ჩალიჩს“ - მოუწევთ, დადონ კარგი კვლევები. და ეს ჯანმოს წყალობით. ჩვენ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის ნებართვის გაცემამდე დავიწყეთ „სინოვაკით“ ვაქცინაცია, რაც არასწორი იყო, მაგრამ რაც მოხდა - მოხდა!

✅კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭება არის ფრთხილი კარგი ამბავი!

✅ასევე კარგი ამბავი არის ის, რომ, ალბათ, მალე ევროპის წამლის სააგენტო მიიღებს დადგენილებას 12 წლის ასაკიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის შესახებ;

✅უმაგრესი ამბავია ის, რომ აშშ-ში უკვე მიდის 2 წლის ასაკიდან ბავშვებში კლინიკური კვლევები „ფაიზერზე“;

✅რაც შეეხება “შავ სოკოს“, ეს პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია - სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

✅მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი - ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან.

✅ვირუსი დაახლოებით 6 თვეში მორჩება, სექტემბერში ერთ კუდს მოიქნევს და დამთავრდება, მაგრამ შემდეგ ჩვენ უნდა ავამუშაოთ დაპაუზებული ქვეყანა, რასაც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არაანგაჟირებული პროფესიონალები სჭირდება!

✅ასეთი პროფესიონალები საქართველოში ბევრნი არიან. ასევე ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი კარგი კლინიკა, დღეს რამდენიმეს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი.

✅კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი - დღეს საქართველოში კიდევ ერთი სამედიცინო კლინიკა მიიღებს ფრანგული ორგანიზაციის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“, აკრედიტაციას.

✅აკრედიტაციის პროცესი წინ მიდის. რთულია, მაგრამ ვითარდება.

✅ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system