თავში

კახა კალაძე: ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე

კახა კალაძე: ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე
კახა კალაძე: ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე

"გაძლევთ გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით", - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "მზიურის პარკის" გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. მისი თქმით, განახლებული „მზიურის პარკით“ ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

დღეს, მე როგორც ქალაქის მერი ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალაქს კიდვ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. დღეს „მზიურის პარკის“ გახსნაა, მომავალში ნაძალადევის რაიონში „კიკვიძის პარკი“ იხსნება, ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე რამდენიმე პარკის რეაიბილიტაცია იგეგმება. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა ერთად. მარტო მერი და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გახდებიან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system