თავში

კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა

კახა კალაძე: ​ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა
კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებას ეხმაურება.

,,ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში, სასიხარულო ამბავი მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.

ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system