თავში

კახა კუჭავამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

კახა კუჭავამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა
კახა კუჭავამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა. მან ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მსოფლიო მშვიდობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა თქვენს ოჯახებს. მე კარგად მესმის, რა არის განშორების უმძიმესი წუთები და მოლოდინი, ვინაიდან მამა ვეტერანია.

ქედს ვიხრი გმირების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს.

ვეტერანები თავიანთი ცხოვრებით, თავდადებით არიან მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს!", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system