თავში

კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს

კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს
კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს

მომღერალ კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა ისევ სურს. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიას განუცხადა.

ცისკარიძის თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება და მისი პრიორიტეტი კულტურა და ხელოვნებაა.

"ჩამოვიარე ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყანაში და მივმართე ყველას, უფრო სწორად, ვალდებულად ჩავთვალე თავი მეთქვა ყველასთვის ჩემი იდეა, რომ მოეხსნათ თავისი კანიდატურა

მე ვიყავი, რომელმაც პრიორიტეტი პროგრამაში, პირველ რიგში, ჩადო კულტურა და ხელოვნება, რაზეც აგებულია უკვე სხვა დანარჩენი, ტურიზმი, მისვლა-მოსვლა, ინტერესი და ასე შემდეგ", - აცხადებს კახა ცისკარიძე.

შეგახსენებთ, მერობა ცისკარიძემ 2017 წელსაც სცადა. მაშინ ის ამბობდა, რომ აქვს ვალი, რომელიც უნდა დააბრუნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system