თავში

კახეთში გასტრონომიული ტური მოეწყო

კახეთში გასტრონომიული ტური მოეწყო
კახეთში გასტრონომიული ტური მოეწყო

კახეთში გასტრონომიული ტურიზმი მოეწყო. მაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გასტრონომიის ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციისა და ქართული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

ტურის ფარგლებში ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. 

ნათია თურნავას თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურიზმის აღდგენა.

პანდემია არამხოლოდ პრობლემა და გამოწვევა იყო, არამედ მან ახალი შესაძლებლობების გაჩენის ბიძგიც მოგვცა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან უნიკალურ ტურისტულ ბაზრებს და ეძებენ რაღაც სიახლეს. ჩვენ, საქართველო კი ვართ ძალიან მდიდარი - სხვადასხვა კუთხით, სადაც არის თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები, უნიკალური გასტრონომია, კერძები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში შეიძლება დააგემოვნო. ამიტომ ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აგროტურიზმი ჩვენი შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system