თავში

კახი კავსაძე იუბილარია

კახი კავსაძე იუბილარია
კახი კავსაძე იუბილარია

საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე იუბილარია. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს 85 წელი შეუსრულდა.  

კახი კავსაძის დებიუტი კინოში 50-იანი წლებიდან დაიწყო. ინსტიტუტის დამთავრების თანავე გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კახი კავსაძე  არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010).

აღსანიშნავი როლებია: ადამი - „ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია - „გუშინდელნი“ , დევდარიანი - „საბრალდებო დასკვნა“ , ილიკო -„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა - „კავკასიური ცარცის წრე“ , ლორდ ჰასტინგსი - „რიჩარდ III“ , კენტი - "მეფე ლირი“ , რასპუტინი - „კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი - „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system