თავში

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტოს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ report.ge-სთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, მსახიობი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

"კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ისევ, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. დაახლოებით ორი თვეა, რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. თავდაპირველად კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობდა. ის მალევე გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა. საავადმყოფოდან გაწერიდან, დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ შემოვიდა უკან თავისი ძველი დაავადებების გართულების გამო",- განაცხადა ლალი ტურძელაძემ report.ge-სთან საუბარში. 

ცნობისთვის, კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ის კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა მოგვიანებით მსახიობს ფილტვების ანთება ისევ განუვითარდა., რის შემდეგაც კლინიკაში ხელახლა მოათავსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system